რას წერს ლიზა ყენია გარდაცვლილ შეყვარებულზე?

0
2993

ორი თვის წინ ლიზა ყენიას შეყვარებული დათა მღებრიშვილი ზღვაში დაიხრჩო. დათას ორი დღე ეძებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ იმედი ჰქონდათ ცოცხალს იპოვნიდნენ მისი სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა.

21 ოქტომბერი დათას დაბადების დღეა. ლიზა ხშირად წერდა დათას შესახებ, მაგრამ ამჯერად მომღერალმა მას, ვრცელი წერილი მიუძღვნა.

“ზახული იყო… ყოველ ზაფხულს რაღაც სასიამოვნო თავგადასავლის მოლოდინში ვარ, ჰოდა წელსაც ასე იყო. მინდოდა, დაუვიწყარი დასვენება მქონოდა. ძალიან გადავიღალე პროექტებით, უამრავი თვალით
და ბევრი უარყოფითი და დადებითი ემოციით.

ერთი მოწყენილი საღამო იყო, ჩემი მეგობარი მესტუმრა… მარტო ვიყავი და არსად წასვლის სურვილი არ მქონია… ჩამოდი, წავიდეთ ძალიან გავერთობით მთხოვდა და ძალიან მეზარებოდა ხალისი, არ მქონდა. ჩემი მეგობარი არ მომეშვა მანამდე მეხვეწა, სანამ რაღაც ისტორიების გამოგონება არ დაიწყო, რა მოხდებოდა იქ თუ მივიდოდით “ზაფხულის ივენთზე”.

მითხრა, წამოდი და აი, ნახავ, ვინმე ანგელოზს გავიცნობთ და ძალიან ბედნიერები ვიქნებითო, რატო ამბობდა, არ ვიცი. ალბათ გრძნობდა, მაგრამ ის ძირითადად ვერ გრძნობს ეგეთ რაღაცებს, მაგრამ წავყევი ისევ მისი ხათრით და დაჟინებული თხოვნის გამო.

უცნაურია, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკა უკრავდა და გადავწყვიტე, მომესმინა… წინ ბიჭი იდგა და ამ ბიჭზე ხუმრობა დავიწყე. ნიკას რაღაცებს ვჩურჩულებდით და მისი ცეკვის იმიტირებას ვაკეთებდი “დავცინოდი” , რა ვქნა, მართლა სასაცილოდ ცეკვავდა , თითქოს არავინ არ იყო გარშემო და მარტო თვითონ იყო ამ სამყაროში.

უცებ ყვითელი შუქი აინთო ჩემი სახე განათდა და ეს “მოცეკვავე” ბიჭი ტრიალდება სახეზე მიყურებს და ყვირის “ვახ, რა ლამაზი ხარო”. გამეცინა და ნიკას ჩავჩურჩულე გთხოვ, გავერიდოთ აქაურობას მეშინია ამ ბიჭის თქო, ცოტა ხანში ნიკასთან მიდის და ეცნობა, მერე მე მეცნობა და გვთავაზობს, რომ უბრალოდ ერთად ვიყოთ “ბედნიერები” იმ საღამოს და არ დავკარგოთ ერთმანეთი… დავთანხმდით და ერთად წარმოვიდგენდით, რომ ახლაც არავინ იყო ჩვენს გარდა ამ სამყროში მხოლოდ ჩვენ სამი.

მას მერე ყოველი დღე ჩემთვის ერთი ულამაზესი ფილმი იყო, რომელიც თითქმის სულ გაღიმებული მძინარე გოგოთი მთავრდებოდა. რომელიც უზომოდ ბედნიერია, რომ ანგელოზი მართლა გაიცნო. შეუძლებელია, მისი აღწერა სიტყვებით, მგონია, რომ არ არის საკმარისი და რამესაც გავაფუჭებ , არ არის ამქვეყნიური, უცხოპლანეტელია.

ყველაზე ღრმა, ყველაზე სევდიანი, ყველაზე მხიარული. და ყველაზე კეთილი, ვინც კი ოდესმე შემხვედრია.
ყველა ჩვენი შეხვედრა, რაღაც საოცრად დიდს მმატებდა ძალას, თითქოს ცოდნას და აზროვნებას…

დარწმუნებული ვარ, მასაც ეს მოსწონდა ჩემში. ჩემი “უცხოპლანეტელობა” და შეგრძნება, რომელიც ღრმა ბავშვობაში ვიგრძენით, რომ თითქოს არ ვართ ამ სამყაროსთვის, ან ავცდით ან სხვა დროში ვართ, ან თუნდაც რამე მისიით მოვედით, რომელიც ყველა ადამიანისთვის არ არის.

ვერც გავაგრძელებ, არც დამთავრება მინდა… მე შენ ყოველთვის გელოდები. მე შენ მიყვარხარ, ყოველთვის და ყველგან. შენ გეძებ ყველაში და ყველგან. შენ ხარ ჩემთვის მაგალითი. და შენი იმედი მაქვს სამუდამოდ..

გილოცავ! ამ დღეს შენ გამოგგზავნეს უცხოპლანეტელებმა რაღაც მისიისთვის, რომელსაც იმედია, მალე გავიგებ, დუდი”!” – წერს ლიზა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here