რას წერს იუნა შაფათავა მიხეილ სააკაშვილზე?

0
2514

იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში „ჰეროკრატიას“ ეხმაურება და  პოსტს ავრცელებს.

„ვეღარ ვუყურებ. ის ჭირი კი სადღაც გვირაბს თხრის და არ ჩამოეთრა, რომ თავისი პირით მოყვეს რა ჰქმნა…. იქნებ მაშინ მაინც, მკვლელობებს, ძარცვას, გაუბედურებას, ღირსების გათელვას და სამშობლოს ღალატს რომ აღიარებს, არ დასჭირდება შეუგნებელ ერს მეორე ტური, ასარჩევად, მკვლელების თუ ადამიანობის. მართლა ვერ გამიგია,რატომ ვართ ასეთი უნამუსო უთავმოყვარეო ხალხი. რამდენის თქმა მინდა და დაწერა… გადავდივარ სხვა განზომილებაში და რეალობა არ მიშვებს, როგორც მოღალატის ხელით გაფრენილ სულს არ აქვს მოსვენება, ისე საქართველო ვერ ამოისუნთქებს, სანამ ეს ჭირი არ იქნება ბოდიშის მოსახდელად თავჩაქინდრული მაინც. არ დაწეროთ კომენტარები, გთხოვთ.“- წერს შაფათავა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here