რას წერს გიორგი ნაზღაიძე მაია რჩეულიშვილზე?

0
2380

გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმ ხალხს მიმართავს, ვინც მაია რჩეულიშვილის ციხიდან გამოშვებას ითხოვს.

“ძალიან არ მინდოდა ამ თემას შევხებოდი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. როდესაც ამბობთ, რომ მაია რჩეულიშვილი ცოდოა და ა.შ ერთი კითხვა მაქვს თითოეულ თქვენთაგანთან, სად იყავით ამდენი წლების განმავლობაში რატომ არ შეიცოდეთ ასე საჯაროდ თითოეული დაზარალებულუ ადამიანი თუ თითოეული დაზარალებული არ არის ცოდვა? ამდენი წლების განმავლობაში ფეხზე რომ დაიკიდეს და ამ ადამიანების ხარჯზე აიწყვეს ცხოვრება, არა მხოლოდ მშობლებმა არამედ შვილიშვილებმაც. სად იყავით ამდენი წლების განმავლობაში თითოეული თქვენთაგანი? სად იყავით ხალხი გარეთ არაერთ აქციას რომ მართავდა? სად იყავით მაშინ როდესაც ბოლო კაპიკებს იხდიდნენ, რომ მათ კუთვნილ ბინებში შესულიყვნენ და ეცხოვრათ. სად იყავით მაშინ, როდესაც ადამიანები ღია ცის ქვეშ დარჩნენ და იძულებულები გახდნენ სხვა ქვეყნებში გადახვეწილიყვნენ, რამენაირად ქირით მაინც რომ ეცხოვრა საქართველოში დარჩენილ მათი ოჯახის წევრებს? სად იყო თქვენი ადამიანური გულის ტკივილი და გვერდში დგომა?!! მაია და მისი შვილი ამდენი ხნის განმავლობაში გარეთ რომ იყვნენ რა გააკეთეს თითოეული დაზარალებულისათვის? არაფერი!!! ისინი გამოდიოდნენ სხვადასხვა ტელე-შოუებში, იქიდან დასცინოდნენ ოჯახებს და “ასწავლიდდნენ” როგორ უნდა იცხოვროს ნამდვილმა დიასახლისმა, გვასწავლიდნენ ოჯახურ სიყვარულს და გვაჩვენებდნენ თავად როგორ ფუფუნებაში ცხოვრობენ. არ გაბედოთ და არ ისაუბროთ ადამიანობაზე. არ ისაუბროთ ვინ არის ცოდვა და ვინ არა, რადგან მე არცერთი თქვენთაგანი არცერთ აქციაზე, არცერთ შიმშილობაზე არ მინახავს. მეც ერთი რიგითი დაზარალებული ვარ. მე დღეს არ მაქვს ჩემი სახლი, სამაგიეროდ, მათ შვილებს ხომ აქვთ ჩვენ ხარჯზე სახლებიც და აღარ გავაგრძელებ, რადგან თავად უფრო კარგად იცით.

პ.ს მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და მინდა გისურვოთ, რომ მსგავსი რამ არცერთ თქვენს ოჯახს და ოჯახის წევრებს არ დაემართოთ.”

როგორც გიორგიმ “მიუზიკ ბოქსს” განუცხადა, მან ბინა მარიჯანის ქუჩაზე შეიძინა და მისი მშენებლობა დღემდე არ არის დასრულებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here