რას წერს Euronews “სუხიშვილების” შესახებ?

0
2039

როგორც “ევრონიუსი“ წერს, “სუხიშვილი“ თავიდან საოჯახო საქმიანობა იყო, რომელიც გადაურჩა კომუნისტების ჩაგვრას, ცივ ომს, საბჭოთა კავშირის დაშლას და ჩამოყალიბდა საერთაშორისოდ სახელგანთქმულ კომპანიად, რომელიც მსოფლიო დონის სცენებზე მართავს წარმოდგენებს.

“დაახლოებით 70 წელია, რაც მეუღლეთა წყვილმა, ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა, თავიანთი კომპანიის დასაარსებლად პირველი ნაბიჯები გადადგეს. დღეს მათ საქმიანობას შვილიშვილები აგრძელებენ“ – აღნიშნულია სტატიაში.

„ევრონიუსმა” სიუჟეტისთვის, საქართველოს ნაციონალურ ბალეტ სუხიშვილის გენერალური დირექტორი, ნინო სუხიშვილიც ჩაწერა.

“ჩემმა ოჯახმა დაიწყო ქართული ეროვნული ცეკვების პოპულარიზაცია ახალ თაობაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, ვინაიდან მე არ ვიცი კიდევ სხვა ქვეყანა, სადაც ეროვნული ცეკვა ისეთივე პოპულარულია, როგორიც საქართველოში. ვფიქრობ, ეს ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა“ – აცხადებს ნინო სუხიშვილი.

„სცენაზე ნამდვილი ტორნადო მაშინ დატრიალდება, როდესაც მოცეკვავეები ხმლებისა და ფარების გამოყენებას იწყებენ“ – წერს „ევრონიუსი“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here