რას წერენ ზაზა ფაჩულიაზე სოცქსელში: „როდესაც თვითონ უნდა ეზეიმა და ეს ყველაფერი სხვას გადაეღო, მარტო დადიოდა „უთავისიანებოდ…“

0
19276

„ფეისბუქ“-მომხმარებელი გია ცინაძე აქვეყნებს პოსტს ზაზა ფაჩულიას შესახებ, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ. გია წერს, რომ სპორტსმენის ოქროს დღის აღსანიშნავად არც ერთი ქართველი ჟურნალისტი არ ჩავიდა, რომ მისი ემოციები აესახა „გოლდენ სტეიტის“ „NBA“-ს ფინალში გამარჯვების შემდეგ.

პოსტის ავტორი აღნიშნავს:

„ვიცი, ზეიმის დროა, მაგრამ ვეღარ ვითმენ!

ერთი ქართველი ჟურნალისტი არ ყოფილა არც პარკეტზე თამაშის მერე (პირველი ინტერვიუ და ემოციები რომ ჩაეწერა) და არც გასახდელში…

ეს მაშინ, როდესაც შეიძლება მსგავსი რამ აღარასოდეს მოხდეს.

ჰოდა, ტიპი იდგა და თავისი ტელეფონით გვაყურებინა ყველაფერი..

ინტერვიუებს როდესაც ართმევდნენ, მაშინაც ტელეფონი ხელში ეჭირა, ისტორიისთვის რომ დაეტოვებინა ეგ კადრები…

როდესაც თვითონ უნდა ეზეიმა და ეს ყველაფერი სხვას გადაეღო, მარტო დადიოდა „უთავისიანებოდ“…

და კიდევ,თურქული არხი სპეციალურად იყო მისთვის ჩასული.

ქართულო სპორტულო რედაქციებო, ვიცი, რომ კიდე უფრო გაჭირდა ცხოვრება დღევანდელ საქართველოში, მაგრამ ეს სირცხვილი მაინც თქვენს კისერზეა.

არაპროფესიონალები ხართ.

გააზრებული არ გაქვთ არც თქვენი საქმე… და არც გუშინდელი ღამის სიდიადე!

გილოცავთ კიდევ ერთხელ.

მადლობა Zaza!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here