რას ურჩევს ჩაცმულობასთან დაკავშირებით მაია ასათიანსა და ნანუკა ჟორჟოლიანს მაყურებელი

0
2160

„მხოლოდ ქართულის“ ჟიურის ფრაზებთან და მომღერლების გამოსვლებთან ერთად, პროექტის გარშემო კიდევ ერთი სასუბრო თემა გაჩნდა – მაია ასათიანის ღრმად დეკოლტირებული კაბა, რომელიც წამყვანმა ძალიან მოიხდინა. კაბა ნანა მელქაძის დიზაინითაა შექმნილი. ნანუკა ჟორჟოლიანმა პიჯაკი და რუშებიანი გამჭირვალე თეთრი ქვედაბოლო მოირგო. თანაწამყვანების სამოსი ზოგს მოსწონს, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ აღნიშნავენ იმას, რომ ნანუკას და მაიას ჩაცმულობები ერთმანეთს არ უხდება.

ამის შესახებ „მხოლოდ ქართულის“ ფეისბუქ“-გვერდზე ერთ-ერთმა მაყურებელმა ასეთი კომენტარი დატოვა: „ძალიან დიდ პატივს გცემთ ორივეს, მაგრამ არ შემიძლია, არ აღვნიშნო, საშინლად ცუდად ჩანს თქვენი ჩაცმულობა, ცალ-ცალკე ხართ. ორი უკიდურესობაა“. მაყურებელი თანხმდება, რომ კარგი იქნება, თუ მაია და ნანუკა ერთმანეთს ჩაცმულობებს ყველა გადაცემის წინ შეუთანხმებენ.

ფოტოები: ნიკოლოზ ურუშაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here