ჟურნალი, რომელიც პირველად 1944 წელს ესპანეთში გამოჩნდა და დღეს 20 მილიონზე მეტ ერთგულ მკითხველს ითვლის. ბრენდი “Hello” 90 ქვეყანაში, 30 ინტერნაციონალური გამოცემითა და 8 ვებგვერდითაა წარმოდგენილი. მათ რიცხვს, საბედნიეროდ, ერთ წელზე მეტია საქართველოც შეემატა. გამოცემა ყოველთვის საინტერესო ადამიანების, ფაქტებისა და საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოდური მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. ამჯერად ” Hello-ს” ფურცლებზე პროექტ “ცეკვავენ ვასკვლავების” მონაწილეები: თათია დოლიძე, ოთო ფოლადაშვილი, სანდრა პაიჭაძე, მაქსიმ ლეონოვი, იაკობ ყუფუნია და ნუცა ბუზალაძე მოხვდნენ. ეს უკანასკნელი წინა სეზონს არასასიამოვნო შემთხვევის გამო გამოეთიშა და წელს პროექტის მესვეურებმა “ცეკვავენ ვასკვლავების” ისტორიაში პირველი პრეცენდენტი დაუშვეს და ნუცა მეშვიდე სეზონში დააბრუნეს, რასაც მაყურებლის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.
Home Uncategorized რას პასუხობს ნუცა ბუზალაძე პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მისი დაბრუნებით უკმაყოფილო მაყურებელს?