რას გამოექცა რუსეთიდან მომღერალი ირაკლი ფირცხალავა?

0
2267

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ირაკლი ფირცხალავა სამშობლოს ესტუმრა. ის ამჟამად თბილისთან ახლოს, მონასტერში ცხოვრობს, სადაც როგორც თავად გვითხრა, “მოსკოვური ცდუნებებისგან“ თავს შორს გრძნობს. მომღერალი რადიო “ფორტუნას” ეთერით ქართველ მსმენელს თავისი სიახლეების შესახებ ესაუბრა. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ირაკლისთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან მის სამომავლო გეგმებსა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. როგორც მუსიკოსმა გვითხრა, ის ივენთ ჰოლში სოლო კონცერტის ჩატარებას 5 მაისს აპირებს, რომელიც საქველმოქმედო ხასიათის იქნება. სცენაზე ირაკლისთან ერთად სხვა არაერთ ცნობილ შემსრულებლებსაც ვიხილავთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here