რას ფიქრობს Selena Gomez-ი Zedd-ზე?!

0
22

მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელია Selena Gomez-მა პირადი ცხოვრება ვერ აიწყო, ეს უკანასკნელი მაინც რჩება მედიის ყურადღების ცენტრში. თანაც ამის მიზეზს თავად შემსრულებელი აძლევს ყვითელ გამოცემებს.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მომღერლისა და Zedd-ის რომანის შესახებ აქტიურად ვრცელდებოდა ხმები. წლის დასაწყისში მუსიკოსებმა ერთობლივ სიმღერაზე დაიწყეს მუშაობდა სწორედ მაშინ დაიწყო მათი რომანტიკული ურთიერთობაც, თუმცა მიმდინარე წლის აპრილში მათ ტაიმ აუტი აიღეს და განაცხადეს, რომ მათ შორის მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ წყვილთან დაახლოებული პირები სულ სხვა რამეს ამტკიცებდნენ.

როგორც ირკვევა სამი თვის შემდეგ Gomez-ი კვლავ იგივე აზრზეა – ორიოდე დღის წინ შემსრულებელი ერთ-ერთ რადიოსადგურს ესტუმრა, სადაც წამყვანმა კითხვა Zedd-თან ურთიერთობაზეც დაუსვა. Selena ამჯერადაც იმას ამტკიცებს, რომ მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და Zedd-ი კარგი პიროვნებაა, თუმცა რომანის დეტალებზე კვლავ არ საუბრობს. ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებს თავად დიჯეიც – როგორც ჩანს მუსიკოსები ჯერ საკუთარ გრძნობებში ბოლომდე ვერ გაერკვნენ…