სოციალურ ქსელში თამო ვაშალომიძე ახალ ფოტოს აქვეყნებს, თუმცა ამჯერად არა ახალი ფოტოსესიიდან. რამდენიმე საათის წინ მოდელმა ფეისბუქზე ახალი სურათი ატვირთა სათაურით “როცა ვერ იძინებ”, რომელზეც, როგორც თვითონ ამბობს, ჯვრებით გაფორმებული წიგნის სანიშნია ასახული.
თამო ვაშალომიძე:
ბავშვობიდან ვქარგავდი, როცა მედავითნე ვიყავი ეკლესიური სიმბოლოებით დავიწყე სხვადასხვა ნივთების გაფორმება. გუშინ ვერ ვიძინებდი და გადავწყვიტე ძველი ჰობი გამეხსენებინა და ეს წიგნის სანიშნი გავაკეთე.