რამ იმსხვერპლა ჯიმ ქერის ყოფილი შეყვარებულის სიცოცხლე?!

0
71

ბოლო დღეებია სრულიად დასავლური მედია ჯიმ ქერის ყოფილი გერლფრენდის საქმის გამოძოიებას აკვირდება. 28 წლის კატრიონა უაითი გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვნეს. პირველადი ვერსიით ქალმა თავი მოიკლა. ერთ-ერთი ტაბლოიდი კი მსახიობის ექს გერლფრენდის მიერ დატოვებულ უკანასკნელ წერილზე ალაპარაკდა. “ფერიებო, მოდით და წამიყვანეთ ამ მოსაწყენი სამყაროდან“ – წერდა ახალგაზრდა ქალი. გამოცემის თქმით, კატრიონას თავის სიკვდილში ჰოლივუდელი მსახიობი არ დაუდანაშაულებია. არც იმას ამბობენ, საერთოდ ნახსენებია თუ არა ჯიმ ქერი ამ უკანასკნელში.

შეგახსენებთ, რომ კატრიონა უაითის ცხედარი სამართალდამცავებმა 29 სექტემბერს აღმოჩინეს. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ქალმა სტატუსი თვიტერზეც გამოაქვეყნა : “იმედი მაქვს ყველა ჩემს გარშემომყოფთან კეთილი ვიყავი“. ამ პოსტისთვის ყურადღება მანამდე არავის მიუქცევია, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ყველა მიხვდა, რომ ამით ქალი მეგობრებს ემშვიდობებოდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოძიების პირველადი ვერსიით კეტრიონმა თავი მოიკლა, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ის ნარკოტიკის გადამეტებული დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა. მის სახლში რამდენიმე აკრძალული ნივთიერება იქნა ნაპოვნი.

ექს გერლფრენდის გარდაცვალებიდან მალევე ჰოლივუდელმა მსახიობმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა – “ის კეთილი და სათნო ადამიანი იყო. ნამდვილი ირლანდიური ყვავილი, რომლისთვისაც სიყვარულს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და ამ სასტიკ სამყაროს ვერასდროს ეგუებოდა. ამ წუთას ჩემი ფიქრები მის ოჯახთან და მისთვის საყვარელ ადამიანებთანაა. ეს ყველა ჩვენთაგანისთვის საშინელი დარტყმაა“ – განაცხადა ჯიმ ქერიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯიმ ქერიმ და კატრიონა უაითმა ერთმანეთი ჯერ კიდევ 2012 წელს გაიცნეს. წყვილი ერთად რამდენიმე თვე ცხოვრობდა, თუმცა მალე ერთმანეთს დაშორდა. ქერიმ და უაითმა ურთიერთობა 2015 წლის მაისში აღადგინეს, მაგრამ რომანი არც ამჯერად გაგრძელებულა დიდხანს. რამდენიმე თვის წინ წყვილი ისევ დაშორდა ერთმანეთს. ჯერ კიდევ უცნობია რა წერია კატრიონას მიერ დატოვებულ წერილში, თუმცა ტაბლოიდი იუწყება, რომ ქალს თავის სიკვდილში ექს ბოიფრენდი არ დაუდანაშაულებია. არსებობს ვერსია, რომ უაითი ნარკოტიკის გადამეტებული დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა.