არ გეგონოთ, რომ ჰოლივუდელი ვარსკვლავების ცხოვრება ძალიან მარტივი, ან 100 %-ით უპრობლემოა. პოპულარობის გამო მათ გარშემო არც თუ ისე ცოტა უარყოფითი რამ ხდება. მაგალითად ისინი ყოველ ნაბიჯზე კარგავენ მეგობრებს, რომლებიც თავიანთი პოპულარული მეგობრის ხარჯზე, ცხოვრების აწყობას ცდილობენ. ერთ-ერთი ასეთი ცოტა ხნის წინ რაიან რეინოლდსმა გაგვაცნო.
ჰოლივუდის ერთ-ერთი მომხიბვლელი ყმაწვილი ცოტა ხნის წინ მამა გახდა. მას და მეუღლეს – ასევე მსახიობ ბლეიქ ლაივლის 2014 წლის დეკემბერში გოგონა შეეძინათ. მშობლებმა პატარას ჯეიმსი დაარქვეს. ახლადგამომხცვარი დედ-მამა შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ ერთადერთ ქალიშვილზე ილაპარაკონ. რაიანი და ბლეიქი პატარაზე თითო სიტყვას ყველა ტელე შოუში ამბობენ.
მიუხედავად ამისა, წყვილი პატარას ფოტოებს საგულდგულოდ მალავს. ჯეიმსის გაჩენიდან მალევე ორივე მეუღლემ თითო ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა მას მერე ქსელში ბავშვის არც ერთი სურათი აღარ გამოჩენილა. რამდენიმე დღის წინ რეინოლდსი ერთ-ერთ გადაცემას სტუმრობდა, სადაც გამოტყდა, რომ მისი უახლოესი მეგობარი, ჯეიმსის ფოტოების ჟურნალისტისთვის მიყიდვას აპირებდა. “როდესაც პატარა გაჩნდა, ძალიან გახარებულები ვიყავით, მაგრამ ფოტოები არავისთვის გაგვიგზავნია. ვიცოდით, ამას რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მერე ჩვენი მეგობარი სახლში გვესტუმრა და გვთხოვა ფოტოს გადავუღებო. მივხვდით, რაშიც იყო საქმე. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ფოტო ერთ-ერთ გამოცემას შესთავაზა. ეს უბრალოდ შოკი იყო” – გამოტყდა რეინოლდსი.
ადამიანი, რომლის შესახებაც რეინოლდსმა ისაუბრა, მისი ბავშვობის მეგობარია, რომელსაც მსახიობი 25 წელიწადია იცნობს. რაიანის გარემოცვაში ამბობენ, რომ ეს ამბავი ვარსკვლავმა ძალიან რთულად გადაიტანა. რამდენიმე კვირის განმავლობაში დეპრესიაც კი ჰქონდა. “მე ის სამუდამოდ დავკარგე. ვეღარასდროს მნახავს ეს ზუსტად ვიცი” დასძინა მსახიობმა.