“რაღაცას დავაბრახუნებ და უკვე თემა ვარ“ – ეკა ყურშიტაშვილი

0
3037

გია ჯაჯანიძის შოუს სტუმარი, გუშინ ეკა ყურშიტაშვილი იყო, რომელმაც იმ ქალებზე ისაუბრა, ვისაც მისი შურს.

“ჩემი იმ ქალებს შურს, ვისაც არაფრის გაკეთების თავი და მუღამი არ აქვს. უინტერესო ადამიანებს შურს ჩემი. შესაშური ბევრი მაქვს. მაგალითად შესაშური ხასიათი მაქვს“ – განაცხადა ყურშიტაშვილმა შოუში.

გია ჯაჯანიძე დაინტერესდა, რატომ იყო გადაცემის ჩაწერაზე მისული ეკა ყურშიტაშვილი სათვალით, ამის მიზეზად ეკამ უძილობა და უმაკიაჟობა დაასახელა. შემდეგ კი სათვალე მოიხსნა და ხალხს უმაკიაჟო სახე აჩვენა.

“მე ძაან მომწონს და მესექსუალურება ჩემი თავი. ძალიან მომწონს ხალხს როცა ვაღიზიანებ. კომენტარები მკიდია. ზოდიაქოთი ლომი და ვარ ყურადღების ცენტრში ყოფნა მომწონს. რაღაცას დავაბრახუნებ და უკვე თემა ვარ“ – განაცხადა ყურშიტაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here