რა ურთიერთობა აქვთ Kristen Stewart-სა და Julianne Moore-ს?!

0
17

ჰოი საოცრებავ… Kristen Stewart-ი იღიმის და ამ იშვიათი მოვლენის მიზეზი ალბათ ყველას დაგაინტერესებთ. “Twilight“-ის ვარსკცვლავი რამდენიმე დღის წინ საფრანგეთს შანელის ოტკუტიურის შოუზე დასასწრებად ეწვია და ცხოვრებაში პირველად ჩასაფრებულ პაპარაცებს გაუღიმა და ხელიც კი დაუქნია. მსახიობმა ღია ნაცრისფერ მაისურსა და ჯინსებში გამოწყობილმა დატოვა შანელის სახლი, მოგვიანებით კი უკვე დავარცხნილ გალამაზებული ეწვია წვეულებას, რომელიც პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ კაზინოში გაიმართა.

წვეულებას არაერთი ჰოლივუდელი ვარსკვლავი დაესწრო – მათ შორის სტიუარტის პარტნიორი ფილმში “Still Alice” – Julianne Moore. ქალები ბლექ ჯეკის ერთ მაგიდას მიუსხდნენ და დრო ერთად გაატარეს. ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი და Moore ძალიან ახლო მეგობრები არიან. წითურმა ლამაზმანმა მომავალი კოლეგა ჯერ კიდევ წლების წინ მაშინ გაიცნო, როდესაც Stewart-ი Julianne-ის მეუღლის – Bart Freundlich-ის ფილმში – “Catch That Kid” თამაშობდა. გასულ წელს Moore ინტერვიუში გამოტყდა: “მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ის ძალიან განსაკუთრებული იყო.“ გასულ წელს კი მსახიობები ერთმანეთს “Still Alice”-ში ისევ შეხვდნენ და დედა-შვილის როლი ითამაშეს.

“გადაღებების დასრულების შემდეგ სულ უნდოდათ შეხვედრა და ფილმის დასრულების აღნიშვნა. როგორც იქნა ამის საშუალება მიეცათ“ – იუწყება წყარო, რომელიც აღნიშნავს, რომ Julianne Moore ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია ჰოლივუდელ მსახიობებს შორის, ვისაც Kristen Stewart-თან ფანტასტიური ურთიერთობა აქვს და გოგონას კიდევ უფრო დიდი მომავალს უწინასწარმეტყველებს.

American actress Julianne Moore, center, kisses American actress Kristen Stewart, as they attend Chanel's fall-winter 2015/2016 Haute Couture fashion collection presented in Paris, France, Tuesday, July 7, 2015. (AP Photo/Thibault Camus)
Kristen Stewart Julianne Moore 3
Kristen Stewart, Julianne Moore and Lara Stone playing roulette on the catwalk Chanel show, Autumn Winter 2015, Haute Couture, Paris Fashion Week, France - 07 Jul 2015  (Rex Features via AP Images)
Kristen Stewart Julianne Moore 4