რა ურთიერთობა აქვთ ჯასტინ ბიბერსა და კორტნი კარდაშიანს?!

0
97

დასავლურ პრესაში ახალი ჭორები გორდება, რომლის მთავარი გმირებიც ჯასტინ ბიბერი და კორტნი კარდაშიანი არიან. რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ რეალითი შოუს 36 წლის ვარსკვლავსა და 21 წლის მომღერალს?! – როგორც ირკვევა სელებრითები კარგი მეგობრები არიან და ბოლო პერიოდში ერთად ხშირად ატარებენ დროს.

ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ ორიოდე დღის წინ კორტნი და ჯასტინი ღამის კლუბიდან ერთად გამოვიდნენ და იქაურობა ერთი მანქანით დატოვეს. რა თქმა უნდა ყველაფერი ამით არ დასრულებულა და ყვითელი გამოცემები მათ შესაძლო რომანზე უკვე საუბრობენ.

მოგვიანებით ჯასტინის ინსტაგრამის გვერდზე შავ-თეთრი ფოტო გამოჩნდა, რომელზეც ზემოთხსენებული ვარსკვლავები ერთად არიან გამოსახულები და 3D სათვალეები უკეთიათ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ კარდაშიანმა და ბიბერმა კლუბური გართობის შემდეგ, ფილმის საყურებლადაც მოიცალეს – ეს ფაქტი კი კიდევ უფრო ამძაფრებს მათი ურთიერთობის შესახებ ჭორებს.

შეგახსენებთ, რომ კორტნი სკოტ დისიკს რამდენიმე თვის წინ დაშორდა. როგორც გამოცემები რამდენიმე დღის წინ წერდნენ მომღერლის ახალი მეგობარი გოგო ჯეიდ პირსია, რომელთან ერთადაც ჯასტინმა გასული კვირა ბორა ბორაზე გაატარა…