28.8 C
Tbilisi
Monday, May 29, 2023

რა ტატუ გაიკეთა ქართულად სტანისლავ ბონდარენკომ?!

სტანისლავ ბონდარენკო, წარმოშობით უკრაინელი, რუსეთში მოღვაწე ახალგაზრდა მსახიობია, რომელიც ქართველმა ტელემაყურებელმა სერიალით “დამიბრუნე სიყვარული” – ის საშუალებით გაიცნო. სექსუალურმა და სიმპათიურმა ბონდარენკომ სხვადასხვა ქალბატონების გული დაიპყრო. თუმცა საქართველოში,რომ ასეთი პოპულარული იქნებოდა ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა.

ჩვენს ქვეყანაში სტუმრის სტატუსით ჩამოვიდა, სხვადასხვა შეხვედრებსაც დაესწრო, ყველა ქართული პრესა თუ ტელევიზია მასთან ინტერვიუს ითხოვდა და ახლა უკვე პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებშიც“ მოცეკვავის სტატუსით გამოგვეცხადა.

ქართველებით აღფრთოვანებული მადლობის ნიშნად, ტატუს გასაკათებლად გაემართა, რომელიც ქართული წარწერით დაამშვენა. თუ ასე გაგრძელდა არ გამოვრიცხავთ, რომ სტასს საქართველოს მოქალაქეობაც მიანიჭონ და მერე თუ აქ ცხოვრებაც მოინდომა, ქართველი გოგონების იერიშს, როგორ გაუძლებს ვნახოთ.

Latest Posts

ბოლო სიახლეები