„საინტერესო ამბავი გადამხდა ახლა ქალაქში. მეგობართან ერთად ახალ მანქანას ვტესტავდით და უცბად პატრულმა გაგვაჩერა. გადმოვიდა ქალი პოლიციელი და მთხოვა ერთი წუთით მანქანიდან გადმოსვლა ძალიან ზრდილობიანად. რომ გადავედი, ტელეფონის ნომერი მთხოვა“ – წერს გიორგი ყიფშიძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე.
მსახიობის ამ თავგადასავალს სოცქსელში მისი მეგობრების მხრიდან დიდი მხიარულება მოჰყვა.
„მოკლედ, რა მოთხოვნადი ხარ“
„ნახე, გოგონებს როგორ უყვარხარ, ცოლი არ აეჭვიანო“
„ბრავო პოლიციელ ქალბატონს“
„თუ არ მისცემ, არ დამორჩილებაა და…“