რა სიურპრიზი მოუწყო სანდრო მიკუჩაძემ თამუნა მუსერიძეს?

0
6105

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე იუბილარია, ის დღეს 32 წლის გახდა. თამუნას დაბადების დღეზე, მისმა მეუღლემ, მსახიობმა სანდრო მიკუჩაძემ სიურპრიზი მოუწყო. მისი მეგობრები “Number13”-ში შეკრიბა და თამუნას დაბადების დღის წვეულება მოაწყო. თამუნას დაბადების დღისთვის კლუბი დახურული იყო, ღონისძიების ბოლოს იუბილარს მეუღლემ დაბადების დღე ფეიერვერკით მიულოცა. „მუსიკბოქსი“ თამუნა მუსერიძეს დაუკავშირდა.

დღეს ვარ იუბილარი, ჩემმა მეუღლემ, ერთი თვის წინ დაგეგმა ჩემთვის ამ დღეს სიურპრიზი მოეწყო, ყველა ჩემი მეგობარი დაპატიჟა კლუბში, ყველამ იცოდა ამ სიურპრიზის შესახებ და მე როცა სანდროსთან ერთად მივედი, მხოლოდ მაშინ გავიგე ამის შესახებ. სანდროს უყვარს გამორჩეული სიურპრიზები და დაუვიწყარი დაბადების დღე მომიწყო. ძალიან ბედნიერი ვარ. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ამ დაუვიწყარი დღისთვის, განსაკუთრებით კი სანდროს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here