რა შეცდომა დაუშვა თიკა ფაცაციამ და აპირებს თუ არა ცნობილი ტელესახე მეოთხე შვილის გაჩენას?

0
2205

ქართველი ცნობილი მომღერალი და მსახიობი, რომელმაც საზოგადოებას თავი ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაამახსოვრა. 1997 წელს თიკა ფაცაციამ პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს კი შექმნა ჯგუფი „სეთი“ და ამერიკაში გაემგზავრა. შემდეგ გამოსცა პირველი ალბომი, სახელწოდებით „თქვი რას აპირებ“. 2006 წელს კი თიკას სინგლი „სიმართლის დროა“ მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა. დატვირთული კარიერული ცხოვრების მიღმა, მან ოჯახიც შექმნა და დღეს ის სამი შვილის დედაა. ამბობს, რომ შვილებს მკაცრად არ ზრდის, თუმცა ცდილობს მათი ყოველი ნაბიჯი იცოდეს. ვერავინ უარყოფს, რომ ცნობილი და წარმატებული ქალისთვის რთული საქმეა დიასახლისობაც მოირგოს, თუმცა როგორც თიკა გვეუბნება, ეს ყველაფერი მას კარგად გამოსდის და მეოთხე შვილის გაჩენაზეც ფიქრობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here