რა შანსები აქვს საქართველოს ევროვიზია 2016-ზე და რომელი ქვეყნები მოიაზრებიან ფესტივალის ფავორიტებად?!

0
41

ევროვიზიამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. როგორც იცით, კონკურსზე საქართველოს ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz წარადგენენ, სიმღერით “Midnight Gold”. სოციალურ ქსელებში ბევრს საუბრობენ, რომ წლევანდელ კონკურსანტებს გამარჯვების შანსი არ აქვთ და სქართველოს სახელით მათი კონკურსზე გაშვება არ იყო კარგი გადაწყვეტილება, თუმცა ჯერ ევროვიზიის კონკურსი წინ არის და წინასწარ დაზუსტებით საუბარი შეუძლებელია, მანამდე კი შეგვიძლია უბრალოდ ფსონები დავდოთ ჩვენს რჩეულზე.

როგორია საქართველოს შანსები ევროვიზია 2016-ზე და რომელი ქვეყნები მოიაზრებიან ფესტივალის ფავორიტებად – ამის შესახებ ქართული ევროვიზიის ჯგუფის წევრი, რეზო მამსიკაშვილი გვესაუბრება…

რეზო მამსიკაშვილი:

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ წლევანდელი ევროფესტივალი კიდევ უფრო მეტ მაყურებელს მიაჯაჭვებს ტელეეკრანებზე. როგორც მოგეხსენებათ, წლევანდელ კონკურსში 43 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია დიდი იქნება.

წლევანდელ ევროვიზიას უკვე ჰყავს ფავორიტები, განსაკუთრებით კი რუსეთის წარმომადგენელი სერგეი ლაზარევი, სიმღერით “You’re the only one”. სიმღერა უკვე აიტაცა ევროპამ და ლიდერობს მუსიკალურ ჩარტებში. აქედან გამომდინარე, არ იქნება გასაკვირი თუ მომავალ წელს რუსეთი უმასპინძლებს ევროვიზიის სიმღერის კონკურსს. რუსეთთან ერთად ფავორიტებად მოიაზრებიან ასევე ავსტრალია, ესპანეთი, უნგრეთი, მალტა და წლევანდელი ევროფესტივალის მასპინძელი ქვეყანა – შევედეთი.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა საკმაოდ განსხვავებულად წარსდგება წლევანდელ ევროფესტივალზე, ამიტომ დავიტოვოთ ჩვენი ქვეყნის ფინალში გადასვლის შანსი, რადგან საკმაოდ განსხვავებულ სიმღერასთან და ჟანრთან ერთად ორიგინალური პერფომანსი გვექნება, რომლის სცენოგრაფია შვედმა რეჟისორმა საშა-ჟან ბაპტისტმა დადგა.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები – ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz – მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, 12 მაისს, კონცერტის მეორე ნახევარში, იმღერებენ…
[jwplayer mediaid=”14093″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here