რა საახალწლო სიურპრიზი გაუკეთა ნატალია ქუთათელაძემ ეკა მამალაძესა და ნანი ბრეგვაძეს

0
875

ნანი ბრეგვაძისა და ეკა მამალაძის ოჯახში ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია, თუმცა წელს, რასაკვირველია, ტრადიციული ბედობის შეკრებისა  და შესანიშნავი მუსიკალური საღამოს გარეშე ჩაივლის, მხოლოდ ვიწრო ოჯახურ წრეში. მიუხედავად საერთო განწყობისა, რომელიც ძალიან ამაღლებული არ არის ობიექტური მიზეზების გამო, ეკა მამალაძემ მაინც გადაწყვიტა სახლის ძველებურად მორთვა და ფიქრობს, რომ ხასიათის გამოკეთებას რთულ პერიოდში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ნანი ბრეგვაძის ოჯახში, ტრადიციულად, fortuna.ge-ს საახალწლო გადაღება შედგა.

ეკა მამალაძე:

მიუხედავად იმისა, რომ სადღესასწაულო განწყობა წელს ნაკლებია, როცა ახალი წელი ახლოვდება, მაინც ვიფუსფუსეთ საახალწლოდ. ვიფიქრე, აივანსაც გავანათებ-მეთქი. დედაჩემმა მითხრა, უხერხული ხომ არ არის ასეთ დროს აივნის განათება და მორთვაო. თავიდან წინააღმდეგი იყო. გავიხედე ჩემს პირადპირ და ძალიან ბევრი აივანი იყო განათებული და მორთული. ამის შემდეგ მეც მივიღე აივნის მორთვის გადაწყვეტილება. ჩემს თავს მინდა შევუძახო, რომ ყველაფერი უკეთ იქნება. ნეგატივი, გაბრაზება, გამწარება ძალიან ცუდია… რა თქმა უნდა, ასეთ დროს გაგიჟებული გახარებული ვერ იქნები. პანდემიამ უამრავი ნეგატივი მოიტანა. მხოლოდ ჩემი შვილის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ 2020 წლის დასაწყისში მისი კარიერისთვის მნიშნელოვანი რამ მოხდა, კონკურსზე გაიმარჯვა, თუმცა შემდეგ მისი კარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორც დაგეგმილი იყო. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერს აქვს წერტილი და ამასაც დაესმება, წავა და აღარ იქნება ეს ვირუსი.

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here