რა პრობლემები შეექმნა ამერიკაში სასწავლებლად წასულ ვაჟა მანიას

0
1683

ვაჟა მანია ამერიკაში „ბერკლის უნივერსიტეტში”  სწავლობს.  ქართველ პიანისტს დაფინანასება არ აქვს, ამის გამო მას ამერიკაში სერიოზული პრობლემა შეექმნა. ვაჟამ ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრა.  

„მეგობართან ვცხოვრობდი, რომელმაც ჩემი სიტუაცია იცოდა და მითხრა: დარჩი რასაც მე შევჭამ, ის ჭამე შენც, გავიყოთ ყველაფერიო. მეგობრის ხარჯზე ვიყავი ნახევარი წელი და ეს იმდენად სტრესული იყო, მაშინ გამოვცადე რა არის ამერიკაში იყო უფულოდ. ძალიან რთულად გაიარა ყველაფერმა, სემესტრი რომ მიიწურა მასწავლებლები გაგიჟდნენ: ფული არ გაქვს გადახდილიო?! თავისუფლად შეიძლებოდა დიდი პრობლემები შემქმნოდა. პოლიციასთანაც იყო გასაუბრება-გამოძიებასავით, თუ იცოდი რატომ დამალეო და თუ არ იცოდი რატომ არ გვკითხეო.  მოკლედ პატიოსანი თაღლითი გამოვედი: ფულს არ ვიხდიდი და ვსწავლობდი. ვინმეს კი არ ვპარავდი უბრალოდ ფული არ მქონდა და ვსწავლობდი. თან ვოკალის განყოფილება ჩაერია, თქვეს: კარგი სტუდენტიაო და გადავრჩი. სულ შიში მქონდა ყოველი სემესტრის მერე, მეუბნებოდნენ არ იქნება დაფინანსებაო, მაგრამ იმდენად მონდომებული ვიყავი რომ არ შემეძლო მიტოვება”, – აცხადებს ვირტუოზი მუსიკოსი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here