რა პრეტენზია აქვს დათო არჩვაძეს „რუსთავი 2“-ის თოქშოუებთან და „პრაიმშოუსთან“ – „კურიერის“ წაყვანა თუ გინდათ, არ ვიცი…“

0
1109

დათო არჩვაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს იმის შესახებ, რომ ორი მთავარი არხის თოქშოუებში დაბლოკილია. როგორც მომღერალი და კომპოზიტორი აღნიშნავს: „პროფილმა 1 წლის წინ დამბლოკა საკუთარი აზრის გამოხატვის გამო, 1 თვის წინ „პრაიმშოუმ“ აფხაზეთის სიმღერის გამო (რომ ნანუკასთან წავიღე კლიპი) და ახლა ნანუკამაც უარი მითხრა“, მოგვიანებით დათომ კომენტარებში განმარტა, რომ ნანუკას ის არ დაუბლოკავს.

მუსიკოსის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის მისი მხარდასაჭერი პოსტებიც.

თუმცა დათოს ასევე უპასუხეს მის მიერ პოსტში ნახსენები თოქშოუს პროდიუსერმა, ნოე სულაბერიძემ და „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. გთავაზობთ მათ კომენტარებს.

ნოე სულაბერიძე:

„Primeshow-ს სახელით გიპროტესტებ სიცრუის ტირაჟირებას, აშკარად მეგობრებად დავიშალეთ ბოლოს და „პრაიმშოუს“ კარი ახლაც ღიაა შენთვის ნებისმიერი ახალი სიმღერის წარსადგენად! (მგონი, ვერც ერთ შემთხვევას ვერ დაგვისახელებ, როდესაც ერთი უარი მაინც მიიღე). ჩვენთან ნიჭი ფასდება (მით უმეტეს, შენნაირი). როგორი ფასწახდენილიც არ უნდა იყოს სტატუსებით ლაპარაკი და ტელეფონის გათიშვა… ასე რომ you are always welcome!.. იმედს ვიტოვებ, რომ აფექტში გაქვს დაწერილი, ან რეალობა დაკარგული ალკოჰოლის ქვეშ“.

ნიკა გვარამია:

„უკაცრავად, რ2-ის ეთერიდან არ ჩამოდიხართ, რ2-ის ლოგოსავით ხართ ფაქტიურად. რანაირად დაგბლოკეს? გადაცემები რომ არ გეყოთ, „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ თქვენ გამოჩნდით და ახლა კურიერის წაყვანა თუ გინდათ, ეგ არ ვიცი…“

დათო არჩვაძემ ნიკა გვარამიას უპასუხა და აღნიშნა, რომ გული სწყდება, გენერალური დირექტორიც რომ აყვედრის მის არხზე კარგი პროექტებითა და სიმღერებით სტუმრობას. აქვე დათომ აღნიშნა, რომ მთლიანად „რუსთავი 2“-ზე არ საუბრობს და ხაზს უსვამს კონკრეტულ თოქშოუებს. არჩვაძე იხსენებს, რატომ დაბლოკა „პროფილმა“ და დასძენს, რომ ეს წინა სეზონზე „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი კონკურსანტის გაკრიტიკების გამო მოხდა.

სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა „პროფილის“ პროდიუსერმა, ნიკა ხაჩიძემ და აღნიშნა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში დათო არჩვაძე ძალიან ხშირად სტუმრობდა გადაცემა „პროფილს“ და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია თვალის გადავლება გადაცემებიდან ამონარიდებისთვის:

„აქ უნდა იყოს დათო არჩვაძეზე პოსტი, მაგრამ დრო არ უნდა დაიხარჯოს წერაში უბრალოდ, იხ. “პროფილის” ბოლო 10 წლის გადაცემებში მისი მუდმივი ცხოვრება და მოღვაწეობა“

(ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here