რა მოხდება სცენაზე 26 მაისის ცენტრალურ კონცერტზე

0
27

26 მაისს მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავი ღონისძიება გაიმართება. მათ შორის იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საკონცერტო პროგრამაც, რომელიც საღამოს 8 საათზე დაიწყება და 11 საათამდე გასტანს.

პროგრამის შესახებ ვრცელი ინფორმაცია კონცერტის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, ქეთი გაბისიანმა ექსკლუზიურად “ფორტუნას“ მიაწოდა.

ქეთი გაბისიანი:

ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ გალაკონცერტზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება, ქართული სიმღერება აჟღერდება. მონაწილეობს ოპერისა და ბალეტის ორკესტრი, გუნდი, ასევე ბენდი და სხვადასხვა ანსამბლი, კერძოდ, “შვიდკაცა“, “ქართული ხმები“, “თეატრალურის კვარტეტი“, სოლოშემსრულებლები ეკა მამალაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, მაია ჯაბუა, გიორგი სუხიტაშვილი, მაკა ზამბახიძე, ნუკრი კაპანაძე და სხვანი.

ღონისძიებას გახსნიან “სუხიშვილები“ 45-წუთიანი პროგრამით. ასევე სცენაზე გამოვლენ “ერისიონი“ და “რუსთავი“. ამ საღამოს წამყვანები არ ეყოლება, თუმცა ეკრანზე გავა მილოცვები სხვადასხვა კუთხიდან და იქნება მცირე ისტორიული ექსკურსიც.

“ფორტუნა“ ერთ-ერთ მონაწილესაც დაუკავშირდა.

მაკა ზამბახიძე:

ვმონაწილეობ 26 მაისის გალაკონცერტში. ვასრულებ ნატო გელაშვილის „აფხაზეთოს“. ბევრ საინტერესო დუეტსა თუ ტრიოს მოისმენთ. სწორედ ახლა გავდივართ გენერალურ რეპეტიციას.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here