პარასკევი ყველასთვის გართობასთან ასოცირდება, როგორც ირკვევა არც ყოფილი თუ ამჟამინდელი სასულიერო პირები არიან ამ მხრივ გამონაკლისი. საუბარია თამაზ ბიჩინაშვილზე, რომელიც პარასკევ საღამოს კარაოკე კლუბ “ეიფორიაში” დააფიქსირეს.
როგორც კლუბის ერთ-ერთმა სტუმარმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა თამაზ ბიჩინაშვილი ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და კარაოკეში მისულ სტუმრებს აწუხებდა. რის შემდეგაც მასთან დაცვა მივიდა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც მისი და დაცვის ერთ-ერთი წევრის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
თვითმხილველის განცხადებით, საბოლოოდ თამაზ ბიჩინაშვილს დაცვამ კარაოკე ბარი დაატოვებინა…