რა კონცერტები გველოდება შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენას“ დარბაზში

0
1599

შეკვეთილში მდებარე “ბლექ სი არენას” სცენა წლევანდელ ზაფხულს ბევრ ლეგენდარულ მუსიკოსს უმასპინძლებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აგვისტოს თვის პროექტები ქართველი და უცხოელი შემსრულებლების კოლაბორაციითაა დაკომპლექტებული. „ქართული ზაფხული “ბლექ სი არენაზე”, სწორედ ამ ეგიდით „ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში 4 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით, 6 კონცერტი გაიმართება. მათ შორის 4 აგვისტოს მსმენელი გიორგი მიქაძის პროექტს „ვოისას“ მოისმენს, 11 აგვისტოს მსმენელს ასევე საშუალება ექნება, ანსამბლი „შვიდკაცასა“ და თეიქ სიქსის კონცერტი იხილოს, 16 აგვისტოს არენას სცენას ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე და კრის ბოტი დაიკავებენ, 19 აგვისტოს კი ნინო ქათამაძე და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, 24 აგვისტოს ბლექ სი არენას სცენაზე ჯგუფი „სახე“ და მაიკლ უილიამსი დაანთებს ცეცხლს, ხოლო 28 აგვისტოს ქართულ მიუზიკლს, „ჩხიკვთა ქორწილს“ და ლეგენდარულ ანსამბლს, „ივერიას“ ვიხილავთ. თუმცა, სანამ იმაზე ფიქრს დაიწყებდეთ, თუ რომელ კონცერტზე გსურთ შეკვეთილისკენ გამგზავრება, მანამდე გეტყვით, რომ 19 ივლისს “ბლექ სი არენას” სცენაზე მსმენელის წინაშე, არც მეტი და არც ნაკლები, ლეგენდარული რობერტ პლანტი წარსდგება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here