რა კომპლიმენტით ამკობს მამა ანთიმოზი ნინი ნებიერიძის ბიზნესმენ მეუღლეს

0
138

თემურ უგულავასა და ნინი ნებიერიძის ამერიკული თაფლობის თვე გრძელდება. ნინიმ ახალი ფოტო განათავსა თავის საყვარელ ადამიანთან ერთად. ბიზნესმენ თემურ უგულავას ლამაზმანი მცირე ხნის წინ გაჰყვა და წყვილი სამოგზაუროდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ნინი თაფლობის თვის ფოტოებს ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტები დიდი ხანია ითვლიან თემურ უგულავას არა მხოლოდ ბიზნესებს, არამედ საყვარელ ქალბატონებსაც. მისი წინა ორი ქორწინება და სხვა ურთიერთობები დასრულდა, თუმცა ყოფილ მეუღლეებსა და ქალებს ფინანსური თვალსაზრისით, საწუწუნო არაფერი აქვთ, უგულავა მამაკაცების იმ კატეგორიას არ მიეკუთვნება, რომელიც დაშორების შემდეგ ყოფილ მეორე ნახევრებს ფინანსურად არ უზრუნველყოფს.

ისიც საინტერესოა, რომ მხოლოდ ნინი ნებიერიძემ მოახერხა ამდენი ფოტოს გადაღება მეუღლესთან ერთად, რადგან მანამდე უგულავას ფოტოს ინტერნეტში ნამდვილად ვერ მოიძიებდით.

ერთობლივ ფოტოზე, რომელიც ნინიმ ახლახან გამოაქვეყნა, წყვილს ია ფარულავა უწერს: “გეყოფათ ამდენი მეცადინეობა“, ხოლო მამა ანთიმოზი აღნიშნავს: “ღმერთმა გაგახაროთ! ნინი, შენი ქმარი 30 წლის ბიჭივით გამოიყურება…“

ცნობილი, რომ ნინისა და თემურ შორის საკმაოდ საგრძნობი ასაკობრივი სხვაობაა, თუმცა, როგროც ხედავთ, ეს მათ ბედნიერებას ხელს სულაც არ უშლის.