რა კომენტარს აკეთებს მარკუს მეტრეველი ანრი ჯოხაძესთან დაპირისპირებაზე?

0
3895

გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი მარკუს მეტრეველი “ცეკვავენ ვარსკვლავების“ დატოვებას აპირებდა, თუმცა პროდუსერების დიდი თხოვნის შედეგად, გადაწყვეტილება შეცვალა და პროექტში დარჩა. ამის მიზეზი 2 აპრილს, გადაცემა “პრაიმ შოუში“ მისი და ანრი ჯოხაძის დაპირისპირება სახელდება.

გადაცემის მსვლელობის დროს, ერთ-ერთმა წამყვანმა, ანრი ჯოხაძემ მარკუს მეტრეველს უთხრა, – “როგორც მითხრეს, ცეკვა კარგად გამოგდის, იქნებ აქ მაინც მიაღწიო წარმატებას, თუმცა, ბოლოს ისეთი სიმღერა ჩაწერე, უკვე ჰიტია, ყველას გაგვაგებინე რომ ბავშვი იატაკიდან არ ჩნდება…”

ანრის სიტყვების შემდეგ, პროტესტის ნიშნად მარკუს მეტრეველმა სტუდია დატოვა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “მიუზიკ ბოქსი“ მარკუსს დაუკავშირდა:

– მარკუს მართლა აპირებდით პროექტის დატოვებას ანრი ჯოხაძესთანდ აპირისპირების გამო?

– არ ვაკეთებ ამაზე კომენტარს. მე იმ ადამიანების შეფასება მწყინს, ვინც ჩემთვის ფასეულია და ანრი ჯოხაძის კომენტარი არაფერს წარმოადგენს ჩემთვის.

– ანუ ნაწყენი ხარ ანრი ჯოხაძეზე?

– ვისი უნდა მეწყინოს? არ ვარ ნაწყენი.

– აისახება თუ არა, გადაცემაში მომხდარი შელაპარაკება თქვენს ურთიერთობაზე მომავალში?

– მე მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here