ბაბი კირკიტაძე „სიცრუის დეტექტორს“ სტუმრობდა. მას მეგობრები გულშემატკივრობდნენ ღამის შოუს ბენდიდან, რომლებთან ერთადაც წლებია, მღერის.
გიორგი გასვიანმა დაუსვა მას კითხვა, არის თუ არა ამ ბენდში საუკეთესო მომღერალი ქალი. ბაბიმ დასახმარებლად ბენდის ხელმძღვანელს, გელა გნოლიძეს მიმართა. გელამ წითელ ღილაკს დააჭირა და ბაბის კითხვა შეუცვალა, რითაც მომღერალს სამსახური გაუწია, რადგან ბაბის არ სურდა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა.