რა ხდება გიორგი სუხიტაშვილის სახლთან: „მეექვსე დღეა ასეა, სადარბაზოში ვერ შევდივართ…“

0
2685

„დღე მე-6-ე, ეს ხრამი ისევ ასეა, კაციშვილი არმოდის და არ აქცევს ყურადღებას.#თბილისისმერია #წყალკანალი #დასუფთავებისსამსახური ხო კარგად ხართ?!ალო! მოხედეთ, მიწა მაინც მიაყარეთ!“ – შესაბამის ფოტოს, სადაც უზარმაზარი წყლის სავსე ღრმულია გამოსახული, მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი აქვეყნებს. როგორც fortuna.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ეს ადგილი მისი კორპუსის წინაა, ქერჩის ქუჩაზე, კონკრეტული მისამართი კი ხევძმარის #4-ია.

გიორგი სუხიტაშვილი:

„წყლის მილი იყო დაზიანებული. მოვიდნენ პირველი ორი დღე, ამოთხარეს, არ ვიცი, რას აკეთებდნენ, აიკლეს ეზო, სადარბაზოში ვერ შევდივართ, ისეთი ამბავია და დაყარეს ასე… აიკრიფნენ თავისი ტრაქტორიან-მანქანებიანად და გაუჩინარდნენ. იმის მერე არ გამოჩენილან. ძალიან მაინტერესებს პასუხი, თუ დაზიანებაა (და აშკარად დაზიანებაა) და მოდიხარ და იწყებსამუშაოს, მერე რა მიზეზით შეიძლება მიატოვო ამ მდგომარეობაში. არანაირი უსაფრთხოებისნორმა დაცული არაა. კორპუსში მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ, ღამით არ არის განათებულიეზო და სავსებით შესაძლებელია, ვინმე ჩავარდეს. ვრცლად (ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here