„ჩემი ცოლის დაქალებში“ ამ სერიალის დიდი ხნის თაყვანისმცემელი, ხატია შამუგია გამოჩნდა. მან დათო გელაძესთან, იმავე ჩელესთან ერთად, „ბიზნეს კინგის“ დაჯილდოვება წაიყვანა ერთ-ერთ სერიაში, სადაც ბიზნესმენების ცოლები საკუთარი ქმრებიდან გამარჯვებულს ირჩევდნენ.
ხატიამ უამრავი ფოტო გამოაქვეყნა სოცქსელში, შემდეგ კი სერიიდან ამოჭრილი კადრებიც დადო. როგორც ჩანს, მან ძალიან ისიამოვნა გადაღებებით.
ახლახან კი ვიდეოც ატვირთა, რომელიც შესვენებაზეა გადაღებული და მსახიობები ლელა წურწუმიას „ღამის სიჩუმე გაფანტეს“ ფონზე ცეკვავენ. ფოტო/ვიდეო