უკრაინულ „ვოისში“ სელინ დიონის სიმღერის შესრულებით რუისელმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა ყველა მენტორი შემოატრიალა და ცნობილი შემსრულებლები ატირა კიდეც, შემდეგ კი, ქართული სიმღრის აკაპელაში შესრულებით დარბაზში მსხდომთა და ჟიურის წევრების გულები საბოლოოდ დაიპყრო.
ვიდეო აქტუალურია ქართულ სოციალურ ქსელებშიც.
ალექსანდრე ზაზარაშვილი კონკურსებში მცირე ასაკიდან მონაწილეობს.
პირველად ის ქართული „ნიჭიერის“ მეშვიდე სეზონზე გამოჩნდა.
„მე ვცხოვრობ დედასთან, მამასთან, ბაბუასთან, ბებიასთან და დასთან ერთად, ჩვენ ასევე გვყავს ოთხი სხვა დედმამიშვილი“, აღნიშნა ორი წლის წინანდელ ინტერვიუში 10 წლის ალექსანდრემ. როგორც ის ამბობს, ძალიან უნდოდა, რომ კიდევ ჰყოლოდა დედ-მამიშვილები და მისმა მშობლებმა გადასაზრდელად ოთხი და-ძმა აიყვანა.
„ნიჭიერის“ ჟუური ალექსანდრემ, რა თქმა უნდა, პირველივე ნოტიდან მოხიბლა.
ერთი წლის წინ კი მან „პირველი არხის“ გადაცემაში „რანინა“ სცადა ბედი და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა მსმენელსა და ჟიურის წევრებზე.