რა გეგმები აქვს “საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებულ მარიამ მამადაშვილს?

0
1816

საქართველო “საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული გახდა. კონკურსზე წელს ჩვენი ქვეყნის სახელით, მარიამ მამადაშვილმა იმღერა. მარიამი ათი წლის არის და ამერიკაში ცხოვრობს. “საბავშვო ევროვიზიის“ სიმღერა მარიამს, გიგა კუხიანიძემ დაუწერა, სასცენო ჩაცმულობაზე კი მარიკა ქურთუბაძემ იზრუნა. შეგახსენებთ, რომ საქართველო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული მესამედ გახდა. „მიუზიკ ბოქსი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის “ევროვიზიის“ პროდუსერს, ნათია უზნაძეს მალტაში დაუკავშირდა.

– მარიამის გამარჯვება ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო. გამარჯვებაზე არც კი გვიფიქრია. ამაღელვებელი იყო, როცა ის გახდა კონკურსის გამარჯვებული. მარიამმა გულით იმღერა, ურთულესი სიმღერა, დაიმსახურა პროფესიონალი ჟიურის, ექსპერტების და ბავშვების მოწონება და გახდა „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული. ჩვენ 13 ნოემბერს ჩამოვედით მალტაზე და ჩვენი მესიჯი წლევანდელი სიმღერის კონკურსზე იყო „მზემ უნდა ანათოს“.

– მარიამი როგორ შეხვდა გამარჯვებას?

– მარიამი ჩვენგან მოშორებით იყო. ევროვიზიაზე ბავშვებისთვის კეთდება სპეციალური გრიმ რუმი, ჩვენი კონკურსანტი იქ იყო, დელეგაციის წევრები კი მოშორებით ვადევნებდით თვალს ყველაფერს. მან სასწაული შეძლო. გახარებულია გამარჯვებით. როგორც ამბობს ძალიან გადაიტვირთა და პირველ ეტაპზე დასვენებას აპირებს. მოგეხსენებათ ის ამერიკაში ცხოვრობს, ჯერჯერობით თბილისში დაბრუნდება, დაისვენებს და შემდეგ ამერიკაში გაემგზავრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here