მოდელი, ქეთი ჯაფარიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, მისი მეგობრები ავრცელებენ. ქეთი ბოლო დროს ჩინეთში მუშაობდა, ის საქართველოში ერთი თვის წინ დაბრუნდა, მას ვირუსული მენინგიტი დაემართა და ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა.
სამედიცინო დაწესებულებაში, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“ჯანმრთელი, წარმატებული გოგო… დიპლომები აიღო, დაგეგმილი პერსპექტივით, უცხოეთიდან სვანეთში დაბრუნდა ცოტა ხნით და ერთ თვეში დამთავრდა ყველაფერი… დღეს დილით სვანეთში გადაასვენეს… საბრალო…” – წერენ ქეთი ჯაფარიძის ახლობლები სოციალურ ქსელში.