რა გახდა ჯენიფერ ლოპესის და კასპერ სმარტის დაშორების მიზეზი?

0
2830

დღეს გახდა ცნობილი, რომ მსახიობი და მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი და მისი ბოიფრენდი, კასპერ სმარტი დაშორდნენ. ჟურნალისტებმა დაიწყეს მიზეზების ძიება და როგორც ირკვევა, ჯეი ლომ მეგობარი მამაკაცი იმიტომ მიატოვა, რომ სმარტი მას ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე არ წაყვა.

ბუნებრივია პოპვარსკვლავს სურდა საღამოზე, საყვარელ მამაკაცთან ერთად მისულიყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ მიზეზით დაშორება, შესაძლოა გადამეტებულად მოგეჩვენოთ. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. სინამდვილეში, მეგობრების თვალში ქალის მორჩილი ბიჭის რეპუტაცია რომ არ შეექმნა, კასპერმა ჩაალაგა ჩანთები და რამდენიმე მეგობრთან ერთად პირდაპირ ლას ვეგასში გაემგზავრა, რათა კონორ მაკგრეგორის და ნეიტ დიაზის ორთაბრძოლისთვის ეყურებინა.

ლოპესის და სმარტის ურთიერთობისთვის ეს საბოლოო წერტილი აღმოჩნდა. ან სულაც ძახილის ნიშანი! როგორც ვიცით ქალებს განსაკუთრებით არ უყვართ, როდესაც მათი საყვარელი მამაკაცები, მეგობრების გამო მათთან ნაკლებ დროს ატარებენ. ჯეი ლოც არ აღმოჩნდა გამნაკლისი და სახლში მისულ კასპერს განუცხადა, რომ მათ შორის ყველაფერი დასრულდა.

თუმცა არ არის გამორიცხული ლოპესს გული მოულბეს და ბოიფრენდი მოენატროს. ჩვენთვის სულაც არ არის უცხო ის ფაქტი, რომ ვარსკვლავური წყვილები ხშირად სეზონზე რამდენიმეჯერმე ჩხუბობენ, შემდეგ კი კვლავ ერთად არიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here