რა ფასად, როდიდან და სად შეიძენთ ბილეთებს ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრებად

0
1682

„SOLO“ და „ისთერნ პრომოუშენსი“ 16 სექტემბერს, „ბლექ სი არენაზე“ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან შემსრულებელს, ელტონ ჯონს წარმოგიდგენთ. ამის შესახებ ჭავჭავაძეზე მდებარე „SOLO“-ს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გვაცნობეს.

„გრემის“ ჯილდოს ექვსგზის მფლობელს 250 მილიონ დისკზე მეტი აქვს გაყიდული მსოფლიოში და 80-ზე მეტ ქვეყანაში აქვს ჩატარებული 4000-ზე მეტი კონცერტი. ამ ქვეყნების ჩამონათვალს შემოდგომის ერთ-ერთ ყველაზე მუსიკალურ დღეს, საქართველოც შეუერთდება.

ქართველი მსმენელის წინაშე სერ ელტონ ჯონი 2017 წლის ტურნეს ფარგლებში წარდგება. შესრულდება სიმღერები უახლესი ალბომიდან „Crazy Wonderful Night“, ასევე ჰიტები მისი შემოქმედებიდან.

ლეგენდარული მუსიკოსის კონცერტზე დასასწრები ბილეთები „SOLO“-ს მომხმარებლისთვის 25 ივნისის ათი საათიდან გაიყიდება, ჩვეულებრივი მყიდველისთვის 29 ივნისიდან. ბილეთები გაიყიდება საიტზე tkt.ge და „SOLO ლაუნჯებში“. რაც შეეხება ფასებს – „SOLO“-ს მომხმარებლისთვის ბილეთის ფასი 90 ლარიდან დაიწყება, ჩვეულებრივ მყიდველს კი მისი შეძენა 150 ლარიდან შეეძლება. ჯერჯერობით არ კონკრეტდება სხვა ფასები, როგორც ბანკის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რამდენიმე დღეში სრული განფასება მათ საიტზე განთავსდება.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here