რა დაარქვა ბენედიქტ კამბერბეჩმა შვილს?!

0
91

ბენედიქტ კამბერბეჩსა და სოფი ჰანტერს საერთო ვაჟი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ივნისში შეეძინათ, თუმცა იმის გამო რომ ამ პერიოდის მანძილზე წყვილი მედიასთან კომუნიკაციით დიდად არ გამოირჩეოდა, ახალშობილის სახელი ამ დრომდე არსად გაჟღერებულა.

გასულ უიქენდზე გავრცელდა ხმები, რომ მსახიობმა და მისმა მეუღლემ ვაჟს კრისტოფერ კარლტონ კამბერბეჩი დაარქვეს, მაგრამ დანამდვილებით არაფრის თქმა არ შეგვეძლო, სანამ ჟურნალმა “People”-მა ჭორები არ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ბენედიქტმა და სოფიმ ურთიერთობა გასულ წელს დაიწყეს. მიმდინარე წლის თებერვალში, წმინდა ვალენტინის დღესასწაულზე კი დაქორწინდნენ…