რა არის თინა მახარაძისთვის იერუსალიმი?!

0
54

თინა მახარაძის პერსონა კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია, უფრო კონკრეტულად კი მსახიობის ფეისბუქის გვერდი, სადაც ის ევროპაში მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. რამდენიმე დღის წინ გამოცემები იმ ფოტოს განიხილავდნენ, სადაც თინა და თავის “გაუსაძლისად სიმპათიურ ბოიფრენდთან“ – დიმუ მენაბდესთან ერთად არის, სურათს კი შემდეგი წარწერა აქვს “Family Portrait”.

როგორც ირკვევა ორიოდე დღის წინ მსახიობი თავის ბოიფრენდთან ერთად ესპანეთში იმყოფებოდა. თინამ ფეისბუქზე ბარსელონაში, ერთ-ერთი სასახლის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით – “ბარსელონა – ჩემი იერუსალიმი”. კომენტარებში კი ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარს ვკითხულობთ – “ველოდები სტატიას: რა არის თინა მახარაძისთვის იერუსალიმი“…