სოფია ბზეკალავა იმის შესახებ წერს, რა არის „ღარიბის ფსიქოლოგია“ და როგორ უნდა მივაღწიოთ ფინანსურ სტაბილურობას. როგორც ის აღნიშნავს, ასტროლოგთან მისულები, პირველ რიგში, სწორედ იმას ეკითხებიან, როგორ გაიუმჯობესონ ფინანსური შესაძლებლობები.
სოფია წერს:
„ასტროლოგთან ვიზიტზე მისული ადამიანების ძალიან დიდი ნაწილის მთავარი ინტერესის საგანია ფული და ფინანსური შესაძლებლობები, რომელიც დიახაც რომ სავსებით შესაძლებელია გამოითვალოს თქვენი პირადი ჰოროსკოპის მაჩვენებლების მიხედვით. თუმცა მათთვის, ვისაც იოლად გამდიდრების ილუზია გააჩნია მინდა ვთქვა, რომ პირველ რიგში, საიმისოდ, რომ ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიოთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, კონკრეტულად რა სახის საქმიანობაა თქვენთვის მატერიალურად მომგებიანი, რომელ საქმეს გააკეთებთ “გულით” და სიყვარულით, იმიტომ, რომ ყველა ის პროდუქტი, რასაც ჩვენ სიყვარულით ვქმნით აუცილებლად იძლევა საბოლოო ჯამში მატერიალურ შემოსავალს. ასევე უნდა შეცვალოთ საკუთარი დამოკიდებულება ფულის მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი თქვენ ე.წ “ღარიბის ფსიქოლოგია” გაქვთ, ვერასოდეს მოიზიდავთ საკმარის ფინანსებს ცხოვრებაში.
რას ნიშნავს “ღარიბის ფსიქოლოგია”? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შინაგანად არ აქვს იმის რწმენა და თავდაჯერება რომ დიახაც, იგი იმსახურებს იყოს მდიდარი. არ აქვს იმის თავდაჯერება, რომ დაიმსახურა კარგი ცხოვრება, დაიმსახურა კომფორტი და მატერიალური სტაბილურობა. სამყარო არის კანონზომიერი და თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ იგი მოწყობილია დუალურობის პრინციპზე, ყველაფერი ის, რაც გინდათ რომ მოიზიდოთ ცხოვრებაში (ფული, სიყვარული, კარგი კარიერა) პირველ რიგში, თავად უნდა დაიჯეროთ გულწრფელად და იყოთ გახსნილი სამყაროს მიმართ, რომ მან მოგცეთ ის, რასაც ითხოვთ. ეს ძალიან რთული გზაა, არ არის მარტივი გათავისუფლდე შიშებისგან და აიძულო საკუთარ ქვეცნობიერს რამე. მით უმეტეს ფინანსებთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, გვიწევს, ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე და გავაკეთოთ გარკვეული რეზერვები “შავი დღისთვის”. არადა, ზუსტად ეს მომავლის შიში და ჩაკეტილობა გვიშლის ხელს, რომ ჩვენ ცხოვრებაში მოვიდეს მატერიალური კეთილდღეობა. ადამიანი სამყაროს ნაწილია, ნუ იფიქრებთ ფულზე როგორც ძალაუფლების იარაღზე, ნუ შეგშურდებათ ამ ასპექტში თქვენზე წარმატებული ადამიანების და დაინახავთ, რომ სამყარო აუცილებლად მოგცემთ შანსებს, გქონდეთ არსებობისთვის სავსებით საკმარისი მატერიალური სახსრები.