რა ანიჭებს ნუკა კვალიაშვილს “ორგაზმისეულ სიამოვნებას“

0
15

ნუკა კვალიაშვილი ფეისბუქის გვერდზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც საკუთარ ცხოვრებისეულ ფილოსოფიას აყალიბებს და წერს, რომ შინაგანად გამომუშავებულ თავისუფლებას სულ სხვა ფასი აქვს.

“როდესაც რჩები მარტო და ძალიან ბევრი ფიქრის უფლებას აძლევ საკუთარ თავს, ეს ყველას მოგვსვლია, მომენტებში გონებას ძაბავ და ეკითხები საკუთარ თავს იმ ოცნებების და ფიქრების შესახებ, რომლებსაც სადღაც ძალიან შორს გაჰყავხარ, თუ რატომ არის ის რაღაც მიუღწევადი შენთვის და აბრალებ ქვეყანას, სადაც დაიბადე.

სინამდვილეში, ჩემი აზრით, როდესაც ადამიანს რაღაც რეალურად უნდა, რომ გააკეთოს და ინდომებს, არაფერია მიუღწევადი… მთავარია, გადალახო სიზარმაცის საფეხურები და გაიარო სირთულეებით აღსავსე ბარიკადები, რომ შენს ოცნებამდე მიხვიდე, ყველას აქვს რაღაც ოცნება, რომელიც არ ასრულებია და დეპრესიულ მომენტებში თავს სწყევლის, რომ უიღბლო დაიბადა (14 დან 17 წლამდე ასაკს არ ვეხები, სიყვარულის ძებნაში ვენებს რომ ისერავენ). აქ ვსაუბრობ ცხოვრებისეულ მიღწევებზე და არა რაღაცა მარაზმზე, რომელიც ადრე თუ გვიან თავისით მოდის… და ბოლოს

Fuck dis shit … არაფერი მანდედან არ მჭირს ალბათ, იმიტომ, რომ ყოველი დღე ჩემთვის კიდევ ერთი ნათელი წერტილია, დღე, რომელსაც ასე თუ ისე მართავს საკუთარი თავი. ჰოდა, ამ ყოველი გათენებული დღიდან ყოველთვის ვცდილობ. მივიღო ის ელემენტარული მაქსიმუმი. რაც ჩემს ქვეცნობიერს აკმაყოფილებს, თუნდაც ვნებდე ჩემს ორგანიზმს… თავისუფლება არის ძალიან კარგი რამ. მაგრამ როდესაც ადამიანი თავისუფლებას შინაგანად გამოიმუშავებს და მისთვის ყველა ბარიერი ერთი პატარა გაბერილი საპნის ბუშტია, რომლის გახეთქვაც იმ წამსვე შეუძლია, როგორც კი რაღაც ისეთი მოუნდება, რასაც სხვა ვერ გაბედავს (არადა, აქ ელემენტარულზეა საუბარი), აი, ეს კი რეალურად ორგაზმისეული სიამოვნებაა, რაც სამწუხაროდ ბევრმა არ იცის, რა არის.

don’t care what will u think about my personality but ppl who know me they will fucking understand about every word i wrote here ( არ მაინტერესებს, რას იფიქრებთ ჩემ შესახებ, მაგრამ ხალხი, ვინც კარგად მიცნობს, ზუსტად გაიგებს აქ დაწერილ თითოეულ სიტყვას)“.