რა აკავშირებთ ანდრეა ბოჩელისა და არიანა გრანდეს?!

0
28

რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ანდრეა ბოჩელისა და არიანა გრანდეს, გარდა იმისა, რომ ორივე მუსიკოსია?! – შემსრულებლებს ამიერიდან საერთო სიმღერაც დააკავშირებთ. რამდენიმე საათის წინ ინტერნეტში ზემოთხსენებული შემსრულებლების დუეტზე – “E Più Ti Penso”-ზე შექმნილი კლიპი გამოჩნდა, რომელმაც უკვე დაიმსახურა მსმენელის მოწონება.

ნამუშევარი სინგლის სახით ჯერ კიდევ გასული თვის ბოლოს გამოვიდა, თუმცა მასზე შექმნილი ვიდეო სულ ახლაღა გამოჩნდა ქსელში. სიმღერა იტალიურ ენაზეა და ლეგენდარული მუსიკოსის მეთოთხმეტე ალბომში – “Cinema”-შია შესული.

მოუსმინეთ და შეაფასეთ ანდრეა ბოჩელისა და არიანა გრანდეს ერთობლივი ნამუშევარი “E Più Ti Penso”…

[jwplayer mediaid=”4691”]