რა აკავშირებს ქეთი წიქვაძეს გიგა ლორთქიფანიძესთან?

0
4466

ქეთი წიქვაძე მაყურებელმა სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის ჩიკას დაქალის როლს თამაშობს. ქეთი ხელოვანი ადამიანების ოჯახში გაიზარდა. ის ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილია. დედამისი კი მსახიობი ნანა ლორთქიფანიძეა.

ქეთას მსახიობობაზე არასდროს უფიქრია, ის პროფესიით ტელე-კინო მენეჯერია და თეატრალური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.

ქეთი საკუთარი თავის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა და ბაბუა, გიგა ლორთქიფანიძეც გაიხსენა.

„არასდროს გამჩენია მსახიობობის სურვილი. მხოლოდ ერთხელ ვთქვი, მოდი ჩავაბარებ-მეთქი და დედამ ყველა გზა გადამიკეტა. მითხრა ჩვენს ქვეყანაში ამ პროფესიით ცხოვრება ძალიან რთულია და არც მე გამომიჩენია განსაკუთრებული ინტერესი. პროფესიით ტელე-კინომენეჯერი და პროდუსერი ვარ. სხვადასხვა ტელევიზიებში ვმუშაობდი, „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუშიც“, მაგრამ აღმოვაჩინე, ტელევიზიაში მუშაობა დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ეს არის ბრძოლა და ეს პროფესია თუ არ გიყვარს წააგებ. მე არ მიღირდა ეს ბრძოლა“ – აცხადებს ქეთი.

რაც შეეხება ბაბუას, გიგა ლორთქიფანიძეს, ქეთი ინტერვიუში აცხადებს, რომ ის ყველაზე ლიბერალური ადამიანი იყო მათ ოჯახში.

„ბაბუა დედაჩემის და ჩემს მიმართ ყველაზე ლიბერალური იყო. ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეჟისორი იყო, გამიგია, გადაღებაზე სკამი და ჯოხიც უსვრია. თუმცა ოჯახთან ყველაზე თბილი იყო. მახსოვს ყველაფერზე ეტირებოდა და ჩემი დიდი მეგობარი იყო. ყოველთვის ვამაყობდი ჩემი ოჯახით და ბედნიერი ვარ, გვერდით ასეთი ადამიანები რომ მყავს. როცა შენს უკან ასეთი სახელები და გვარები დგას, გაცილებით მეტი მოგეთხოვება“ – ამბობს ქეთი.

ქეთი წიქვაძე 30 წლის არის და ორი შვილის დედაა, ის 22 წლის ასაკში დაქორწინდა, თუმცა ოჯახი მალე დაენგრა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here