მომღერალი ირაკლი ფირცხალავა საქართველოში იმყოფება. მან ახალი კლიპის გადაიღო, რომელშიც მონაწილეობას ვიცე-მის მსოფლიო 2015 სოფია ნიკიჩუკი იღებს.
კლიპის გადაღებები გუდაურში და ბაკურიანში შედგა. როგორც მომღერალმა განაცხადა, ნიკიჩუკი კლიპში გადასაღებად კასტინგის შედეგად შეარჩია. “კლიპის გადაღებები გუდაურში და ბაკურიანში წარიმართა. ტაბაწყურში გვინდოდა გადაღება, მაგრამ უამინდობის გამო ვერ მოვახერხეთ, ამიტომ თებერვლის ბოლოს სოფია ისევ ჩამოვა საქართველოში და გადაღებები განახლდება“ – განაცხადა მომღერალმა ფირცხალავამ „იმედის დილაში“ სადაც წამყვანს, თაკო ჩორგოლაშვილს ახალ კლიპში გადაღება შესთავაზა.
ირაკლი ფირცხალავას ახალ კლიპს, რეჟისორი გიორგი კიკალიშვილი იღებს, სწორედ მან გადაიღო ზაფხულში ირაკლი ფირცხალავას და რეპერ მასტერის კლიპიც.
ირაკლი ფირცხალავას მაისში საქართველოში საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება აქვს დაგეგმილი.