ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კამპანია “გაიცანი საქართველოს” ფარგლებში სხვადასხვა ტელეკომპანიებისა და გამოცემების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის იმერეთში ორდღიანი ტური გაიმართა.
პრესტურში მედიასაშულებების 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტურის პირველ დღეს ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ქუთაისში ბაგრატი, გელათი, მოწამეთა დაათვალიერეს, ასევე ეწვივნენ ზ.ფალიაშვილის მუზეუმს და ოქროს ჩარდახს, მოინახულეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი. მეორე დღეს მედიის წარმომადგენლებმა სათაფლიის ნაკრძალი და ოკაცეს კანიონი მოინახულეს.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია “გაიცანი საქართველო” 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.