ოთხი სიმპათიური მომღერალი 90-იან წლებში სუპერ პოპულარულ ჯგუფს წარმოადგენდა. თინეიჯერები ათასნაირ ხერხს პოულობდნენ მათთან ფოტოს გადასაღებად. ამ ჯგუფს რამდენიმეწლიანი პაუზა ჰქონდა, თუმცა ისინი ამ ეტაპზე მსმენელს ბევრი სიახლით ანებივრებენ. რთული მისახვდრი არ იქნება, თუ ვისზე ვსაუბრობთ. საუბარი „ქუჩის ბიჭებზე“ გვაქვს, რომლებმაც 5 წლის შემდეგ ახალი მუსიკალური კლიპი „მაპატიე“ წარმოადგინეს. ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა გიწევს პატიების თხოვნა, მომღერლებს კი ახალი ვიდეოკლიპით სურდათ თავისი მსმენელისთვის 5 წლიანი პაუზის გამო ბოდიში მოეხადათ.