დღეს გერმანიაში ქართველი მომღერლების, აჩიკო მეფარიძის და “ქუჩის ბიჭების” კონცერტი გაიმართება. ქართველების კონცერტი ქალაქ კარლსრუეში ჩატარდება და ღონისძიების წამყვანი, ზალიკო ბერგერი იქნება.
კონცერტზე დასასწრებად უკვე 500 ბილეთი არის გაყიდული.
ზალიკო ბერგერი, აჩიკო მეფარიძე და “ქუჩის ბიჭები” გერმანიაში გასტროლებზე, რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდნენ. მაშინ მათ კონცერტი ერთ-ერთ რესტორანში გამართეს, საღამო ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და მორიგი ღონისძიება უფრო მასშტაბურ დარბაზში დაიგეგმა.
ქართველ სელებრითებს გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტები, ფლეშმობით დახვდნენ.