27.8 C
Tbilisi
Tuesday, August 2, 2022

ქრტისტინე ბაგრატიონ-მუხრანელმა მეუღლეს ორსულობის შესახებ კონვერტით შეატყობინა

ქართული სამეფო ოჯახი შვილს ელოდება. იოანე და ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელები, რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ, პირველ შვილს ელოდებიან. როგორც ქრისტინე ჟურნალ „თბილისელებთან“ ვრცელ ინტერვიუში აღნიშნავს, მეუღლეს ეს ამბავი სიურპრიზის სახით შეატყობინა.

„ეს მართლაც გასაოცარი და დაუვიწყარი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ორსულობის დადასტურების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს სიახლე იოანესთვის სიურპიზის სახით გამეცნო. ერთ საღამოს, ოჯახური შეკრების დროს, იოანეს გადავეცი კონვერტი, სადც ეწერა: „მამა, ველოდები შენთან შეხვედრას“. კონვერტის გახსნის შემდეგ, რამდენიმე წამი თითქოს ვერაფერი თქვა, შემდეგ უბედნიერესი თვალებით შემომხედა, მიცულოვეთ ერთმანეთს და ულამაზესი საღამო გავატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად“.

როგორც იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი აღნიშნავს, შვილს საქართველოში გაზრდიან.

Latest Posts

ბოლო სიახლეები