ქრისტინე მარტიაშვილი: „რაც უნდა ჩავიცვა, ჩემი ვიზუალი მაინც „ყვირის“

0
433

მომღერალმა ქრისტინე მარტიაშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი ახალი ფოტოსესიის შესახებ ისაუბრა, რომელიც ფოტოგრაფმა ჯორჯ ვან დე კამპმა გადაიღო და აღნიშნა:

„წონაში დავიკელი, მაგრამ სხეულის ფორმის ცვლილებას დიდად ვერ ვგრძნობ. დავაკვირდი და თამამად, სექსუალურად და ვულგარულად ჩაცმა არასდროს მიყვარდა, თუმცა, რაც უნდა ჩავიცვა, ალბათ, ჩემი ვიზუალი მაინც ყვირის. ადამიანს შინაგანი ცეცხლები ან აქვს, ან – არა. ალბათ, მეც მაქვს (იცინის).

ანუ არსებობენ ქალები, რომლებიც არიან ლამაზები და რომლებიც არიან სექსუალურები. ჩემში კი, მგონი, ორივე ქალის იმიჯი ზის და ორივე კატეგორიას მივეკუთვნები (იცინის)“.

როგორც ქრისტინე ამბობს, ბოლო პერიოდში 20 კილო დაიკლო, ფოტოებზე კი მაკიაჟი თავად გაიკეთა და სამოსიც საკუთარი დიზაინით შეიკერა.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here