ქრისტინე იმედაძემ სპორტული ტანსაცმლის ხაზი დააარსა

0
139

“სპორტული ტანსაცმელი ქრისტინესგან“ – ასე ჰქვია ხაზს, რომელიც მომღერალმა ქრისტინე იმედაძემ ახლახან დააარსა. მისი სამოსი ჯერჯერობით შეზღუდული რაოდენობით არის შეკერილი. ასე რომ, როგორც თავად ამბობს, ვინც მოასწრებს, ის იყიდის.

ქრისტინე დიდი ხანია, ვარჯიშობს და “მარაოზე“ საკუთარი გადაცემაც ჰქონდა, რომელიც სწორედ ვარჯიშებს ეთმობოდა, “რუსთავი 2“-ის შუადღის გადაცემაში კი ხშირად, ფიტნესინსტრუქტორებთან ერთად ვარჯიშობს. ბოლო დროს, მსოფლიო მოდის ტენდენციების გათვალისწინებით, ცოტა დიდი ზომის სამოსიც მოირგო. როგორც ჩანს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სპორტული ხაზის გაკეთება გადაწყვიტა. მისი სამოსი თბილი ნაჭრისგან არის შეკერილი და ასე ვთქვათ, მოდური სპორტული ტანსაცმელია, რომელსაც გოგონები სიამოვნებით მოირგებენ.

ქრისტინეს პირველი კოლექცია ცნობილმა მეგობრებმაც შეუფასეს, მათ შორის ნანკა კალატოზიშვილმა და ბახვა ბრეგვაძემ. მამიდამ, ია ფარულავამ კი დაწერა: “მაგარია“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here