ქრისტინე იმედაძემ სამოსის საკუთარი ბრენდი შექმნა

0
2492

სოციალურ ქსელში გამოჩნდა ქრისტინე იმედაძის სამოსის ახალი ბრენდის გვერდი, რომელსაც „Sami“ ჰქვია. მომღერალმა დიდი ხანია, ამ სფეროში ძალები მოსინჯა.

თავდაპირველად სპორტულების რამდენიმე ნიმუში შექმნა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, შემდეგ კახაბერის ხანუმებისთვისაც შექმნა მოდელები. ახლა კი გადაწყვიტა, საკუთარი ბრენდი დააარსოს, რომელიც მომხმარებელს ორიგინალურ და კომფორტულ სამოსს შესთავაზებს, რაც მთავარია, როგორც თავად ქრისტინე აღნიშნავს, ხელმისაწვდომ ფასად.

პირველი სამი მოდელი პირველი კოლექციიდან უკვე დაიდო მის გვერდზე, მალე ფასებიც გახდება ცნობილი. მომხმარებელი უკვე დაინტერესდა ქრისტინეს ნამუშევრებით და კითხვებსაც სვამს ბრენდის გვერდზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here